Jan 31, 2012

dream report. ??.01.2012


ვიღაც ქალის ქვრივი ვარ თუ ვიღაც ქვრივის ქმარი ვარ. სახლში მოვდივარ, ვღიღინებ რაღაც ტკივილამდე ნაცნობ, ამ ქალისთვის ნაცნობ მელოდიას. სახლში მოვდივარ როგორც სამსახურში, სევდით და სიყვარულით როგორც გოლგოთაზე.  ძალიან ვიწრო ქუჩებში დავდივარ, სახლების, ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებენ,ტუჩები ტუჩებთან, სარეცხები ერთი ფანჯრიდან მეორეს ეხებიან,ვინმემ ტანი რომ გადმოყოს ერთი ფანჯრიდან შეუძლია მეორე სახლის დაორთქლილ ფანჯარაზე რამე დაწეროს თითებით. ყველას ესმის ჩემი ღიღინი ამ მკვდარ ვაკუუმურ სიჩუმეში ჰაერიც კი დაგუბებულია და თითქოს უსმენს, ყველამ იცის რომ ეს მე ვარ, რომ ის ქვრივია, რომ მე სახლში ვბრუნდები საღამოს..

კადრები ირევა, ვიღაცეები ერთმანეთს ვეძებთ რადიოსადგურების მეშვეობით. რადიოებში ვრეკავთ, დიჯეებს ვეკითხებით ერთმანეთის შესახებ, სხვები სახლებში გასუსულები სხედან - და მთელი ყურადღებით, დაძაბულები უსმენენ რომ რადიოდან ნაცნობ სახელებს მოკრან ყური, ბავშვებს აჩუმებენ რომ შემთხვევით არ გამოეპაროთ მნიშვნელოვანი სახელი,იმის სახელი ვისაც ეძებენ, ვინც არავინ იცის სადაა, ჩუმი შრიალით ამზადებენ ჩაის, წმენდენ მტვერს და ობობის ქსელებს მაგიდებიდან და კედლებიდან.

ასეთი უკიდეგანო სევდა არასოდეს მიგრძვნია.დაღლილი ვიღვიძებ.

0 კომენტარი: