"ცხელი შოკოლადის" ნოემბრის ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი "სტატია" :
"რეინკარნაციის APP ანუ ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება"
რომელიც სავარაუდოდ ძალიან მცირე აუდიტორიას დააინტერესებს, მაგრამ ჩვენთვის ეს "მცირე აუდიტორია" ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ეხება ალბათ ქაოსის სპონტანურ აგენტებს, მძინარე მდგომარეობაშ მყოფ ვირუსებს,პოსტკიბერპანკებსა და ტრანსჰუმანისტებს, კიდე იმ კრეატიულ პროგრამისტებს, რომლებსაც გულით უნდათ ახალი, რადიკალური სოფტების "წერა" და იმ ადამიანების ბიოკომპიუტერებს რომლებსაც ციფრული გარემოს გარდა რეალობის პროგრამირებაც წყურიათ. როგორც დუგლას რაშკოფი ამბობს: "Program or be Programmed". ესეთი სახის "ევოლუციური აგენტურა" კი მსოფლიოს ყველა მეგაპოლისსა თუ მივარდნილ პატარა ქალაქშია მიმოფანტული -- ჩვენ მათთვის ვწერთ.
ნომრის შესავალი სარედაქტორო სვეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: კულტურული ვირუსები .
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალის "სარჩევს" .
ჩვენი "სტატია" ძირითადად ორ პროექტზეა:
პირველ ნაწილში ვწერთ ჩვენს პროექტზე ფუტურონავტი, რომლის პირველი ნაწილი წარმოვადგინეთ შარშან "არტისტერიუმზე".
ფუტურონავტი - ციფრული მონაცემებისა და ადამიანური ხორცის ალქიმიური ქორწილია - მომავლის დაჰაკვის მიზნით.თუ ახლო მომავლის ინტერაქტიული სამომხმარებლო პროგრამები ხელოვნური ინტელექტის "რბილი" ვერსიებით აღიჭურვებიან და მომავალი აივსება ხელოვნური სიცოცხლის რეპროდუქციებით, სიცოცხლის ციფრული სიმულაკრებით -- პროექტი "დილა" შეიძლება განვიხილოთ ტრანსგრესიულ ანტიბიოტიკად, რომლის დამონტაჟება დღესვე შეიძლება იმისთვის რომ ეს ბომბი მომავალში ამოქმედდეს.
ეს არის მცდელობა -- რომ არტ-პროექტით შექმნა ჰიპოთეტიური ადამიანი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, მაგრამ შესაძლოა გაჩნდეს მომავალში.
მომავლის "Adobe Mind Maker"-ის პრე-ვერსია. ძველი ფსიბერდელიისა და ახალი software-ების სინთეზი. რატქმაუნდა პირდაპირი მცდელობის გარდა პროექტი უფრო კითხვების ნიშნებია ისეთ თემებზე როგორიცაა: ავტორი, ინდივიდუალობა,ცალკეული ადამიანის გენეტიკური კოდის კოპირაითი, ადამიანის განუმეორებლობის და თავისუფალი ნების მითი, რბილი ექსპერიმენტი სიკვდილისა და სიცოცხლის ცნებების გაფართოებასთან,ინფორმაციული უკვდავება,"საკუთარი კვდომის სცენარის წერა, საკუთარი ჰიბერნაციისა და რე-ანიმაციის მართვა" და ა.შ.
"იქნებ ასეთი სახის ცნობიერების კლონები -- ჩვეულებრივ კომპიუტერულ
სოფტებში მოგვევლინოს -- ხასიათების და გენეტიკური კოდების
შაბლონებით,მოგონებების default ვერსიებით და user friendly ღილაკებით,
რომელთა დახმარებით მომავლის ჰაკერები ან დაინტერესებული
მომხმარებლები მარტივად შექმნიან ახალ ან ააღორძინებენ წარსული დროის
აჩრდილებს."
ამ თემაზე ზოგადი სახის ინფო შეგიძლიათ წაიკითხოთ ადრინდელ პოსტებშიც:
1. ცნობიერების ფაილები და კიბერნეტიკული მოგზაურობა დროში
2. Futurenaut 3.0
3. მომავლის ადამიანი "ქარვასლას" სარდაფიდან [ჟურნალ "ლიბერალის" რეპორტაჟი]
4. მომავლის რადიაციულ ჩრდილში [ინტერვიუ ონლაინ-გამოცემა design-tbilisi-სთვის]
5. Futurenaut Dila:კანდიდატი სხეულების გალერეა და ვიდეო
-----------
მეორე თემა რომელზეც ვწერთ სტატიაში -- ჩვენი ახალი პროექტის კონცეფციაა.
"ვირტუალური პანთეონი" -- არსებული ადამიანების [ამ შემთხვევაში, ქართველი მწერლების] მოლაპარაკე, სამგანზომილებიანი ჩეთ-ბოტებია -- რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კლასგარეშე საკითხავი ფსიქოაქტიური ლიტერატურა ყმაწვილი ევრაზიელი გოგო-ბიჭ-ტრანსგენდერებისთვის.
"თანამედროვე ჩატ-ბოტების და 3D ავატარების ტექნოლოგიის მარტივი
გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ სხვადასხვა მწერლების
ვირტუალური ავატარები და მათი პირადი პროფაილები.
ნებისმიერ მკითხველს შეეძლება, ნებისმიერ დროს კომპიუტერის ეკრანიდან
დაელაპარაკოს თავისი საყვარელი ავტორის ვირტუალურ კლონს. რაც მეტი
ინფორმაცია გვექნება ამა თუ იმ პიროვნებაზე, მით უფრო ადვილია მისი
ვირტუალური ორეულის შექმნაც."
"ასეთი სოფტის გამოყენებით გარდაცვლილ პოეტებს და სცენარისტებს
სიკვდილის შემდეგაც შეეძლებათ წერონ ახალი ნაწარმოებები ან ისაუბრონ
უცნობებთან.
მათი შემოქმედება ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ – მაგ. ზაზა ბურჭულაძის
შემოქმედების ბიოლოგიური და პოსტ-ბიოლოგიური ეტაპები.
შეგვიძლია ეს პროცესი უფრო პოეტურად განვიხილოთ – წარმოიდგინეთ
თქვენი ქვეცნობიერის უნივერსალური CUT-UP მანქანა, რომელიც აგენერირებს
ფრაზებს და წინადადებებს, თქვენივე ფრაზებისა და წინადადებებისგან,
ან წარმოიდგინეთ რომ ნაწარმოებს წერთ როცა გაქვთ ძალიან მაღალი
სიცხე ან ხართ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ამ კონდიციების
მიუხედავად – იქნება თუ არა ამ დროს თქვენს მიერ ნახევრად-არაცნობიერ
მდგომარეობაში წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვები – თქვენი? რათქმაუნდა
იქნება. ხოლო სოფტი რომელიც დეტალურად და გაცილებით ფხიზლად
აანალიზებს “საკუთარი” შემოქმედების ყველა ნიუანსს და დაფუძნებულია
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინფორმაციაზე – გაცილებით “თქვენი”
ფრაზების ავტორი იქნება."
უფრო ვრცლად შეგიძლიათ ჟურნალიდან გაეცნოთ.
ორივე ამ თემას აერთიანებს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების მდგომარეობაში მყოფი სფერო, რომელსაც ჩვენ "ცნობიერების ატვირთვის ხელოვნებას" ვეძახით და მიგვაჩნია რომ ხელოვნური ინტელექტის, პოსტ-ბიოლოგიური არსებობის და ცნობიერების ატვირთვის თეორიები და ალგორითმები -- მომწიფებული საინტერესო სივრცეა - რომელიც ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზე იმყოფება, თუმცა განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და რომელსაც ნელნელა სულ უფრო აქტიურად ეტანებიან ბიო-კიბერ-პანკი,ტრანსჰუმანისტი არტისტები და ცდილობენ "მაღალი ტექნოლოგიები" კორპორაციული გარემოდან ფსიქიური ამხანაგების გეტოებსა და გარაჟებში გადმოიტანონ,"დააბინძურონ" მათი ციფრული სისუფთავე - კრიტიკული თეორიების ნანემსარებით და დილით მომზადებული ყავის ლაქებით. მათი ფარული ოცნება - რეალობის განადგურება,შინაგანი და გარეგანი კოსმოსის კოლონიზაცია, მომავლის ტაბლეტებად ყლაპვა და ცივილიზაციის დაჟანგულ ონტოლოგიურ კარკასებში ხვრელების [wormhole-ების] გაყვანაა.
----
იმისათვის, რომ სხეული და ცნობიერების პროგრამა სინქრონული გახდეს.
ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდებათ.
…ჩამავალი მზის სხივები ზღვის ტალღებივით იღვრება უზარმაზარი,
კათოლიკური ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ფანჯრებიდან და მთელს
ოთახს ანათებს, ცა ჟანგისფერია, მზე შორი, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ის
ორი საათის წინ გაჩნდა, თავში სადღაც წაკითხული ფრაზა მიტივტივებს - “ქარი
იმიტომ ქრის, რომ ხეები ირხევიან”
2123 წელი.
“საყოველთაო გამოღვიძების ცენტრი”
---------


0 კომენტარი:
Post a Comment