უძველესი ლურჯი ელექტრო-ხის ფესვებიდან ჩვენ "დიდი ოკეანისკენ" მივეშურებით,იმის იმედად რომ კოსმოსური სიბნელის დროს დაბადებულ ვეშაპებს მოვუხმობთ ოკეანის სიღრმიდან.ამისთვის მე მაქვს მაგიური ვერცხლის მონეტები ჯიბეში. გზად ჩუმად ვუვლით ნახევრადადამიანების ნასუფრალებს,ორკების ესკორტებს შავი ურმებით..
მე სუბტროპიკული ელფი ვარ, იასამნისფერი პრეზერვატივით,ლურჯი სიგარეტებით.ჩემი ისრები კილომეტრებს ფარავენ და აღწევენ მიზანს.ოკეანის არსებებთან შეხვედრის შემდეგ მე მზად ვიქნები მოზგაურობისთვის,რომელშიც <ბნელ ოდისევსს> დამარქმევენ.
როცა ჩვენ უკვე <დიდი ოკეანის> ნაპირზე ვართ და როგორც კი ამომავალი მზის პირველი სხივი მის ზედაპირს ეხება - უუზარმაზარი გამჭვირვალე მინები იზრდება ჩემს თვალწინ მიწიდან ცამდე და კეტავს, თავის თავში აქცევს ოკეანეს.ტალღები მინას ეხეთქებიან.
ჩემი მოგზაურობის დაწყებამდე საჩვენებელი თითით ვაკაკუნებ მინაზე რომლის უკან ოკეანეა,მექანიკური თოლიები დაფარფატებენ ცაში და აფიქსირებენ მზის ვიბრაციებს
0 კომენტარი:
Post a Comment