Jun 9, 2011

თიმოთი ლირი - იძულებითი კვდომის ალტერნატივები[ნაწილი 2]



როგორც ვატყობ ეს წიგნი [თიმოთ ლირი "ქაოსი და კიბერკულტურა"] სექტემბრისთვის იქნება მზად გამოსაცემად, მანამდე კი აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა თავებს.ეს თავები უფრო შავი მასალებივითაა და გასასწორებელი რათმქუნდა,გრამატიკულ იდეალზე თავს ვერ დავდებ:]
ლირი იმდენად არის საინტერესო რამდენადაც მაქსიმალურად პოპულარული ენით წერს ტრანსჰუმანისტური და ფსიქოდელური თემების შესახებ, ამ თემებზე ლიტერატურა კი ქართულ ენაზე პრაქტიკულად არ მოიპოვება.
ამის გარდა ის ერთერთი პირველი ადამიანია ვინც ასეთ ვიზიონერულ თემებზე დაიწყო წერა და ფიქრი ჯერ კიდევ წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან.
--------
აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თავის პირველი ნაწილი რაც გაგიადვილებთ მეორე ნაწილის მარტივად მიღებას:
"იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები" [ნაწილი 1]

--------------------------


იძულებითი კვდომის გონივრული ალტერნატივები [ნაწილი 2]


ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და თვითკონტროლის ეპოქა

კიბერნეტიკული ეპოქა, რომელშიც შევდივართ შეიძლება აღინიშნოს, როგორც გასხივოსნებული და გონივრული ინდივიდუალიზმის პერიოდის მხოლოდ დასაწყისი, ისტორიის უნიკალური მონაკვეთი, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ინდივიდებს მხარი დაუჭირონ პერსონალიზებული ცხოვრების სტილისა და კულტურების უდიდეს მრავალფეროვნებას, ინტერაქტიული, პატარა სოციალური ჯგუფების - განსხვავებულთა სამყაროს, რომელთა დამფუძნებელ კრებაზე დამსწრე ადამიანთა რიცხვი შეიძლება იყოს 1.



სინათლის სიჩქარით აღმოცენებადი ტექნოლოგიები და მულტიმედიური კომუნიკაცია საფუძველს აგებენ ცოდნის გემრიელი დღესასწაულისა და მარტივი პერსონალური არჩევანისთვის. ასეთ პირობებში, მართვის სიბრძნე და კონტროლი ბუნებრივად გადადის [ჟონავს] ძველი გენოფონდიდან და ლოკალიზდება იმ ინდივიდების თვით-მოდიფიცირებულ ტვინებში, რომლებსაც შეუძლიათ [ძალუძთ] – ცვლილებათა მუდმივად მზარდ ტემპთან შეგუება.

ინდივიდუალური გემოვნებით, პერსონალურად დაპროგრამებული კვანტურ-ლინგვისტური მოწყობილობების დახმარებით ადამიანები შეძლებენ თავად აირჩიონ საკუთარი სოციალური და გენეტიკური მომავალი და შესაძლოა ამჯობინონ - “არ მოკვდნენ”.


ევოლუციის ტალღოვანი თეორია

თანამედროვე გენეტიკური თეორიების მიხედვით, ევოლუციას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროცესს სამყაროში – ტალღოვანი ბუნება აქვს.
ევოლუციისა და კოლექტიური მეტამორფოზების “კულმინაციურ” პერიოდებში, ბობოქარი გარდასახვების და კოლექტიური, გლობალური მუტაციების პერიოდში კონსერვატორული, დამყაყებული დოგმა სახიფათო და დამანგრეველ რამედ იქცევა. “ძველების” ათი მცნება იქცევა ათ წინადადებად. ხოლო გენოფონდის გადარჩენის გარანტი მხოლოდ ინდივიდუალური გამოკვლევები და ექსპერიმენტებია, ტაბუების მსხვრევა გააზრებული მეთოდური მეცნიერული კვლევების შედეგად.

მას შემდეგ რაც კიბერნეტიკულ ეპოქაში შევდივართ, ჩვენ ვუახლოვდებით ახალ სიბრძნეს, რომელიც აფართოვებს ჩვენს წარმოდგენებს პერსონალური უკვდავებისა და გენოფონდის გადარჩენის შესახებ: ეს არის ინფორმაციული სახეობის პოსტბიოლოგიური შესაძლებლობები. აურმან მომხმარებელთა არჩევანის გასაოცარი სიმრავლე უეცრად ევოლუციური პოპ-აფის ამომხტარ მენიუში გამოჩნდა.
როგორც ჩანს ინფორმაციულ საზოგადოებაში, ინდივიდუალურ ადამიანურ არსებებს შეუძლიათ საკუთარი კვდომის სცენარის წერა, საკუთარი ჰიბერნაციისა და რე-ანიმაციის მართვა. კვდომა საზოგადო, “ჯგუფურ სპორტად” იქცევა.

სწორედ აქ შევხვდებით მუტაციურ შოკს მის ყველაზე პანიკურ ფორმაში. როგორც ადრინდელი მუტაციების შესწავლისას ვქენით, პირველი ნაბიჯი – ახალი ენის განვითარებაა. ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ წარსულის სახეობათა ღირებულებები ან ანბანი ახალი კიბერნეტიკული კულტურისთვის.

მისცემ თუ არა უფლებას დამწერლობამდელი, პალეოლითური კულტის სიტყვებს მართონ შენი ცხოვრება? დაუშვებთ თუ არა რომ თემური წყობილების, სოფლური კულტური ცრურწმენებმა [რომლებსაც დრესდღეობით აიათოლა ხომეინი და რომის პაპი წარმოადგენენ] – სცენიდან ჩამოგაგდონ? დაუშვებ თუ არა რომ მექანიკურმა, დაგეგმილმა, მოძველებულმა ქარხნულმა კულტურამ მართოს შენი არსებობა?



რე-კრეაციული კვდომა

მოდით ნუღარ ვისაუბრებთ სიკვდილზე მოკრძალებით ან მოსაწყენად. დროა კვდომის პროცესის მენეჯმენტზე პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ მხიარულად ვისაუბროთ. დამწყებთათვის, მოვახდინოთ სიკვდილის დემისტიფიკაცია და განვავითაროთ ალტერნატიული მეტაფორები ცნობიერებისთვის, რომელიც ტოვებს სხეულს. მოდით გულღიად ვისაუბროთ პოსტბიოლოგიურ შესაძლებლობებზე.  უშიშრად ვილაპარაკოთ სამედიცინო, პოსტბიოლოგიური შესაძლებლობების ფართო სპექტრზე. მოდით გამოვიკვლიოთ რეკრეაციული სიკვდილის შესაძლებლობები.

დასაწყისისთვის სიტყვა “სიკვდილი” შევცვალოთ უფრო ნეიტრალური და უფრო მეცნიერული ტერმინით “მეტაბოლური კომა”. შემდეგ დავუშვათ, რომ კომის ეს დროებითი მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს მეტამორფოზით, სხეულებრივი ფორმის თვითმართვადი შეცვლით, როდესაც ადამიანი ამჯობინებს შეიცვალოს საკუთარი სასიცოცხლო გარსი (სხეული), მაგრამ ამასთან არ დაკარგოს ცნობიერება.

ახლა მოდით მკვეთრად გავმიჯნოთ ერთმანერთისაგან იძულებითი და ნებაყოფლობითი კომა. შექცევადი და შეუქცევადი კვდომა. გამოვიკვლიოთ ზღვარი სხეულებრივ, ნეიროლოგიურ და დნმ-ს სიკვდილს შორის, ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით.

შევაგროვოთ მონაცემები ამ ყველაზე იდუმალი ზონის შესახებ. ეს არის ხელოვნური სიცოცხლის მეცნიერული კვლევის ზონა, მისი ათვისება და შესწავლა სწორედ ახლა იწყება, მთელი რიგი დისციპლინების სპეციალისტთა ჩართვით ამ პროცესში, მეცნიერებების გზასაყარზე. ინფორმაციის რა შესაძლებლობები ინახება სხეულის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც თან მოყვება ტვინის ქმედითობის შეწყვეტა? მინერალური სტრუქტურებიდან დაწყებული - ინდუსტრიალური რობოტებით დამთავრებული, რომელი ბუნებრივი და ხელოვნური სისტემები შეიძლება იქცნენ ბიოლოგიის ალტერნატივად სიცოცხლის მხარდაჭერის საკითხში?

ავიღოთ საკუთარ თავზე პირველობა და შიშის გარეშე შევიჭრათ ამ ჯადოსნურ terra incognita-ში, თუმცა ამავდროულად არ დავკარგოთ ცივსისხლიანობა, მოთმინება და მეცნიერული სკრუპულოზობა. და დავსვათ უკანასკნელი კითხვა: ცოდნა-ინფორმაციის გადამუშავების რა შესაძლებლობები შეიძლება გადავარჩინოთ ბიო-ლოგიკური სიცოცხლის შეწყვეტის შემდეგ: სომატური, ნეიროლოგიური, გენეტიკური?

შესაძლებელია თუ არა ადამიანური ცნობიერების შენახვა ციფრული, ტალღოვანი და ორმაგი კოდების სახით  იმ სველი, მიმზიდველი, სიამოვნებებით-აღჭურვილი სხეულებრივი გარსის გარეთ, რომელშიც მოთავსებული ვართ “სიცოცხლისას”? როგორ იქცევა ორგანული ნახშირშემცველი მუხლუხო სილიკონურ პეპელად?


პოსტ-ბიოლოგიური რე-კრეაციული ცნობიერება

კვდომის პროცესი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ტაბუირებული იყო და პრიმიტიული ცრურწმენების ნისლში იყო გახვეული, უეცრად გააზრებადი და გახსნილი გახდა ადამიანური გონებისთვის. უეცრად ჩვენ მივხვდით, რომ არ არის აუცილებელი “წავიდეთ მშვიდად” და პასიურად ღამის წყვდიადში ან ნეონის შუქებით განათებულ დისნეურ-სამოთხეში, რომელიც შექმნა იესო ქრისტეს კორპორაციამ. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ იძულებითი, მოუბრუნებელი მეტაბოლური კომის, ანუ “სიკვდილის” კონცეფცია – არის ლეტალური, ფეოდალური ცრურწმენა,  ინდუსტრიული საზოგადოების ბოროტი მარკეტინგული ტაქტიკა.

ჩვენ ვხვდებით, რომ ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს უამრავი აქტიური, კრეატიული ალტერნატივა, რათა წინაღუდგეს სიკვდილს და მასთან არსებულ ორგანიზაციებს, “ქამარი შემოუჭიროს მუცელზე” ქრისტიანული ჯვრის, ცისფერი ჯვრისა და ნახევარმთვარის კომპანიის ლოგოებს.

ამოცნობა,შეცნობა ყოველთვის გვთავაზობს ამ რაღაცის შეცვლის შესაძლებლობას. როგორც კი გავიაზრებთ, რომ “სიკვდილი” შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პრობლემა ცოდნა-ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების საკითხში – ეგრევე გაჩნდება ამ მრავალსაუკუნოვანი “პრობლემის” მოსაგვარებელი ხერხები. ყველაზე გონივრული რაც ამ დროს შეიძლება გაკეთდეს – უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ ადამიანის ინფორმაციის გადამუშავების შესაძლებლობები. სხეულის სახით. ნერვული სისტემის სახით. დნმ-ის სახით. თანამედროვე კომპიუტერების სილიკონურ სქემებსა და მაგნიტურ მატარებლებზე. მოლეკულარული ფორმით, ხვალინდელი კომპიუტერების ატომთა-დამალაგებელი ნანოტექნოლოგიით, კრიოგენული ფორმით. შენახული მონაცემების, ლეგენდის, მითის სახით. შთამომავლობის სახით, რომელიც კიბერნეტიკულად გავარჯიშებულია პოსტბიოლოგიური გონის გამოყენებისთვის. პოსტბიოლოგიური გენეტიკური , ინფო-ბასეინების, განვითარებული ვირუსული ფორმის სახით, რომელიც იმყოფება მსოფლიო კომპიუტერულ ქსელებსა და კიბერსივრცის მატრიცებში, როგორც ეს აღწერილია უილიამ გიბსონის ტრილოგიაში.

შემდეგი ნაბიჯი პოსტბიოლოგიური, რე-კრეაციული თვითცნობიერების მისაღწევად არის არსებობის პასიური ფორმიდან აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა. ინდუსტრიალური ეპოქის ადამიანი გაწვრთნილი იყო,რათა მორჩილად დალოდებოდა არსებობის შეწყვეტას, ხოლო მათი სხეულები დასასაფლავებლად გადაეცათ მღვდლებისა და ქარხნების [ჰოსპიტალების] ტექნიკოსებისთვის.

ჩვენი სახეობა მხოლოდ ეხლა სწავლობს კიბერნეტიკული ინფორმაციის წესებს და წინასწარ აქტიურ დაგეგმარებას, რათა ცალკეული ადამიანის ნება, და სურვილი აღსრულდეს. გონივრული იქნება თუ სიკვდილს განვიხილავთ, როგორც ცვლილებებს  ინფორმაციული გადამუშავების პროცესში, იმისთვის რათა ის ვმართოთ, მივცეთ მიმართულება, წინასწარ დავადგინოთ და გავავარჯიშოთ, დავტესტოთ ბევრი შესაძლო ვარიანტი.

დაბლა ჩვენ განვიხილავთ მორჩილი ან შიშით აღსავსე კვდომისაგან თავის არიდების 23 განსხვავებულ მეთიოდს.



პოსტბიოლოგიური რე-კრეაციული პროგრამული გონი

წინა თავებში მე განვსაზღვრე გონის[ინტელექტის] 8 სტადია: ბიოლოგიური, ემოციური,  ესთეტური, ნეიროლოგიურ-კიბერნეტიკული,  გენეტიკური, ატომურ-ნანოტექნოლოგიური. ყოველ სტადიაზე ხდება შემომავალი ინფორმაციის შეცნობა, რომელსაც მოყვება მისი დაპროგრამება-რეპროგრამირების სტადია,  და საბოლოოდ ინფორმაციის გადაცემის გამავალი ფაზა.

რეპროგრამირებისთვის ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ტვინის ის კონტურები, რომლებიც გავლენას ახდენენ და ზემოქმედებენ მის ამა თუ იმ [შესაბამის] მდგომარეობაზე. როგორც კი საჭირო კონტურს “ვააქტიურებთ” – შეგვიძლია თამამად შევუდგეთ რე-იმპრინტინგს ან რე-პროგრამირებას.
კოგნიტიური ნეიროლოგია თვლის, რომ ემოციური რეაქციების დასაპროგრამებლად ყველაზე ეფექტური და პირდაპირი გზაა ამათუიმ ემოციური სტადიის ხელხალა გამოწვევა, განცდა და მისი გადაპროგრამება, შიშის – სიცილით ჩანაცვლების გზით. სექსუალური საპასუხო რეაქციების რე-პროგრამირებისთვის ლოგიკურია პირველი თინეიჯერული იმპრინტების განმეორება და ხელახლა განცდა და ამ პროცესში ძველი იმპრინტების ჩანაცვლება ახალი ეროტიული სტიმულებითა და სექსუალური საპასუხო რეაქციებით.

ტვინის ის კონტურები, რომლებიც პასუხს აგებენ “კვდომის” პროცესზე ჩვეულებრივ აქტიურდებიან ექსტრემალური სასიკვდილო პირობებთან მიახლოებული კრიზისების დროს. საუკუნეების განმავლობაში ხალხი ერთსადაიგივეს ყვება: “მთელმა ცხოვრებამ ჩამიქროლა თვალწინ როცა ვიძირებოდი/ვიხრჩობოდი”.
ზოგიერთი ანესთეტიური ნარკოტიკის, მაგ. კეტამინის გამოყენებით შესაძლებელია “სხეულს გარეთ გასვლის”, სიკვდილის პირას ყოფნის გამოცდილების მიღება. ასევე შესაძლებელია იგივე კონტურების გააქტიურება გარეგანი ქიმიური სტიმულების გარეშეც, შეიძლება საკმარისი ინფორმაციის მოძიება თუ როგორ მოქმედებენ ნარკოტიკები სხეულს-გარეთ გასვლის გამოცდილებაზე, ხოლო შემდეგ უკვე სასურველი ეფექტის მიღწევა ჰიპნოტური ტექნიკის გამოყენებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიერ ინტუიტიურად შექმნილი,შემუშავებული რიტუალების მიზანია ტრანს-ჰიპნოტური მდგომარეობების გამოწვევა, რომლებიც უკავშირდებიან “კვდომას”. კათოლიკურ კულტურაში გაზრდილი ბავშვი ღრმადაა იმპრინიტრებული [დაპროგრამებული] დამკრძალავი რიტუალებით. მღვდლის გამოჩენა საჭირო რელიგიური საიდუმლობების აღსასრულებლად – იქცევა სიკვდილის მოახლოების კოდურ სიგნალად. სხვა კულტურებს ტვინში სიკვდილის კონტურების აქტივაციისა და შემდეგ კონტროლის[პროგრამირების] განსხვავებული მეთოდები აქვთ. ბოლო დრომდე არსებობდა ძალიან ცოტა კულტურა, რომელიც უშვებდა პერსონალური კონტროლის და ადამიანის ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლებას.

თითქმის ყველა ცხოველს გააჩნია “კვდომის რეფლექსები”. ზოგიერთი ცხოველი ჯოგს, ტოვებს რათა მოკვდეს განმარტოებით. სხვები დგანან ფართოდ გაშლილი ფეხებით და ელოდებიან უკანასკნელ მომენტს. ზოგიერთი სახეობა ცდილობს განდევნოს, გარიყოს მომაკვდავი ორგანიზმი სოციალური ჯგუფიდან.

იმისათვის რომ ხელში ჩაიგდოთ ნავიგაციური კონტროლი კვდომის პროცესზე, გაითვალისწინეთ სამი რჩევა:

1.   გაააქტიურეთ სიკვდილის რეფლექსები, რომელთა იმპრინტირებასაც ახდენს თქვენი კულტურა, გამოსცადეთ, შეიგრძენით ისინი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მღვდლის ან რაბინის ფორმაში და მიბაძეთ მათ სერიოზულობას, ჰიპნოტურ რიტუალებს. მოახდინეთ ამ ყველაფრის ვიზუალიზება. წაიკითხეთ ლოცვები მომაკვდავთათვის. გააკეთეთ ეს ყველაფერი თქვენი ცნობიერების ვირტუალურ რეალობაში. მოიხადეთ ვალი, ჩაატარეთ წირვა თქვენს პირად პლატონურ დაკრძალვებზე.
2.   დაადგინეთ მათი ფესვები, წარმომავლობა
3.   გადააპროგრამეთ საკუთარი თავი, დააინსტალეთ საკუთარი სიკვდილისწინა გეგმა უკვდავებისთვის.

ამ პრაქტიკის მიზანია მეცნიერული მოდელის დამუშავება კიბერნეტიკული [ცოდნა-ინფორმაცია] პროცესებისთვის, რომლებიც ხდება როცა ადამიანი აღწევს მეტამორფოზის ამ სტადიამდე, ასევე პრაქტიკის მიზანია გაცნობიერებულად,მიზანმიმართულად განავითაროს შესაძლებლობები, რათა ადამიანმა დაიკავოს აქტიური პოზიცია და გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ამ მოვლენების მიმართ.



უკვდავების მიღწევა


კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ფილოსოფოსები და თეოლოგები დავობენ უკვდავების შესახებ. სიბერის პირას მისული მეფეები კარნახობდნენ ახალ მეთოდებს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
ამ უხსოვარი დროიდან მოყოლებული იმპულსის ყველაზე დრამატული მაგალითია ალბათ ძველი ეგვიპტე, სადაც გამოიგონეს მუმიფიცირება,  პირამიდები და ისეთი დამხმარე სახელმძღვანელოები, როგორიცაა “მკვდართა წიგნი”.
ბუდისტური “მკვდრების წიგნი” წარმოადგენს სიკვდილისშემდგომი სტადიების  ოსტატურ [ბუდისტურ] მოდელს და მოწაფის გზისმკვლევ ტექნიკებს უკვდავების სტადიისკენ, რომელიც ნეიროლოგიურად “რეალურია”. მკვდრების წიგნი თავის მომხმარებლებს თავაზობს კვდომის პროცესის უკუღმა შემოტრიალების მეცნიერულ ტექნიკებს.
მოლეკულარული ინჟინერიის ახალი სფერო დასავლური მეცნიერების ჩარჩოებში აწარმოებს უახლეს ტექნიკებს რათა განახორციელოს აუტო-მეტამორფოზი. თამაშის მიზანი სიკვდილის განეიტრალებაა – თამაშის მიზანია ინდივიდს გადასცეს ძალაუფლება ამ უკანასკნელ უკონტროლო სისულელეზე [აბსურდზე].
ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცალსახად რომელიმე კონკრეტულ ტექნოლოგიას უკვდავების მისაღწევად. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ყველა არსებული შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ კრეატიულ, შემოქმედებით მიდგომას ამ საკითხებისადმი.

-------------------


-------------------



სხვა თავები იგივე წიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკებზე:
კიბერპანკი: რეალობის მესაჭე
იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები [ნაწილი 1]  
ქაოსის ფილოსოფია [შესავალი] 
ჩვენი ტვინი

0 კომენტარი: