OFFLINE

ასე უეცრად გამეღვიძა
16 ბიტიანი სტერეო განთიადების ცივ ნათებაში
დაბალბიუჯეტიანი ცარიელი დღეების სერიალი
სადაც სიყვარული ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სითბოს წყაროს მოძიებას
ასე რომ შეიძლება უეცად თავდავიწყებით შეგიყვარდეს
გათბობის მილები, \"გრელკა\" ან ვინმე
ახლადგაცნობილი თბილი მაჩო.
პარტნიორების გადაგდება მოსულა.
იდეალური ღამეები ცხელი ჩაისა და ნარკოტიკებისთვის.


ასე უეცრად გამეღვიძა
OFFLINE რეჟიმში
დაცარიელებული პარკების მსუბუქი დეპრესიით და ახლადნაყიდი იარაღით ჯიბეში
უცხო, ვაგინალური სიზმრებით სუბტიტრების გარეშე
ხარვეზიანი კომუნიკაციებით ბინის პატრონთან
თოვლის ფიფქებივით თეთრი ტაბლეტებით
სექსივით მოსაწყენი ზეცის ფონზე
დასვრილი ფანჯრის ერთ მეოთხედზე.
იდეალური განთიადები წებოს სასუნთქავად.


პოსტაპოკალიპტური ხილვების ბარიგა გადამფრენი ფრინველებივით სასოწარკვეთილი სისტემა გადაულახავი ორგაზმული პიკები ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისების მუზეუმი შამპანური და დენდის თამაშები მონატრების ქსელის აბონენტებთან


ოთახებში სიჩუმე და სიცივეა,
გოგოები იკეტებიან ტუალეტებში და მასტურბირებენ
ამერიკული კომიქსების გარემოსთან ადაპტირებულ სუპერგმირებზე,
ბიჭები ეგუებიან სიმარტოვეს
და ერთობიან ლაითი ოვერდოზებით,
მერია წყალკანალში ცოტა ელესდეს აწვეთებს,
ხალხი ემზადება არჩევნებისთვის, კანდიდატები ჩურჩულით ესაუბრებიან უფალს.


ასე უეცრად გამომაღვიძა მეგობარმა ანთებული სახით:
-- წამო მოვკლათ Dj..
წამო მივითვისოთ სითბო..
წამო სახლში დედასთან, დედა სახლში მარტოა.
-- ალბათ თეფშებს რეცხავს, ომისთვის ემზადება..

ჩემი გამოღვიძება სახიფათო მოთენთილი აერობიკაა,
უნებლიე გალობაა , დაუნდობელი ლოცვაა

არშემდგარი კოსმონავტების
უშნო, მაგრამ გულკეთილი გოგოების,
მივიწყებული ავტორების,
არაფხიზელი პროლეტარების,
ნააბორტალი მიტოვებული დედების,
უნებლიე ანგელოზების,
სილამაზის სალონების,
უშიშროების მკვლელების
და სხვათა და სხვათა და მოწყენილთა მხარდასაჭერად

დაუმონტაჟებელი საღამოების უხეში ლაივების ჩაწერისას.

როდსაც უსაშველოდ გენატრება სრულიად უცნობი ადამიანი -- ესეიგი შენ სევდის ზღვარზე ხა.


4 Responses to “OFFLINE”

"ჩემი გამოღვიძება სახიფათო მოთენთილი აერობიკა და უნებლიე გალობაა" - ეს ადრე ამოვიწერე კიდეც ეპიგრაფად რაღაც ვეშისთვის

Ska said...

evraziuli sasowarkvetileba... tkvens fantazias sazgvrebi ar akvs xo?

Nikoloz said...

კანეცი გლიჯავს "ხა"! მალადეც! )

Next said...

ui aso gamorcha :D
mezareba chascoreba ikos rogorc aris :D

In the province of the mind, what one believes to be true is true or becomes true, within certain limits to be found experientially and experimentally. These limits are further beliefs to be transcended. In the mind there are no limits. (Lilly, 1972)