თანამედროვე ფილოსოფიაში "სიმულაციის არგუმენტით" ცნობილია საკმაოდ საკამათო და სახალისო თეორია -
ვცხოვრობთ თუ არა მომავლის სუპერკომპიუტერის მიერ წარმოებულ სიმულაციურ სამყაროში?რამდენია იმის შანსი რომ სამყარო რომელშიც თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ რეალურია?
"სიმულაციის არგუმენტის" ავტორი, ოქსფორდელი ტრანსჰუმანისტი ფილოსოფოსი
ნიკ ბოსტრომი ვარაუდობს რომ "ქვევითწარმოდგენილ ვარიანტთაგან უკიდურეს შემთხვევაში ერთი ვარიანტი მაინც ჭეშმარიტია : 1) დიდი შანსია რომ კაცობრიობა ამოწყდება უფრო ადრე სანამ მიაღწევს "პოსტჰუმანურ" ფაზას 2) იმის შანსი რომ პოსტჰუმანური ცივილიზაციები "გაუშვებენ" საკუთარი ევოლუციის (ან მისი ვარიანტების) სიმულაციას ფაქტიურად უდრის ნულს ან 3) ჩვენ თითქმის უეჭველი ვცხოვრობთ სიმულაციაში. და პოსტჰუმანურ ფაზაში (სადაც ჩვენც შევძლებთ სიმულაციური სამყაროების წარმოებას) გადასვლის შანსი ფაქტიურად ნულის ტოლია თუ ეს ფაზა არ არის გათვალისწინებული სიმულაციური პროგრამის მიერ."
ამ მოკლე წინასიტყვაობას მოყვება ბოსტრომის გრძელი და საინტერესო
აზროვნებითი ექსპერიმენტი სიმულაციის არსებობა-არარსებობის შესახებ.
ძირითადი დებულება ესაა: თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს პოსტჰუმან შვილთაშვილებზე რომელთა რუტინული ყოველდღიურობა როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას ისე შეიცავს ჩვენს დღევანდელ ზე-პროექტებს, თეორიებს და ოცნებებს, მაშინ შესაძლებელია რომ მათ გააჩნიათ ათასჯერ უფრო სწრაფი და ძლიერი (კვანტური, ნანო, ბირთვული როგორიც გნებავთ ისეთ საფუძველზე მომუშავე) კომპიუტერები. რაც ნიშნავს იმას რომ მათ შეუძლიათ შექმნან ჩვეულებრივი "ვირტუალური მანქანის" პრინციპზე მომუშავე პროგრამა. მინი სამყარო. "
წინაპრების სიმულაცია". სადაც ყოველ სიმულაციურ ადამიანს ექნება ცნობიერება. (ბოსტრომი არ გამორიცხავს იმასაც რომ შეიძლება ეს არ იყოს მთელი სამყარო და იყოს მხოლოდ
სიმულაციური პიროვნებების ჯგუფი რომელთაც ექნებათ ნამდვილი ცნობიერება, სხვა სამყარო კი იქნება უბრალოდ ისე დაპროგრამებული რომ ამ ჯგუფს ან ცალკეულ ადამიანს შეექმნას ილუზია რომ ის რეალურია).
აქედან გამომდინარე თუ ასეთ პროგრამა-სამყაროს არ დავუწესებთ მკაცრ კანონებს და მივუშვებთ თავის ნებაზე ის შეიძლება მივიდეს დონემდე როცა მის შიგნითაც შეიქმნება სხვა სიმულაციური სამყარო. "ვირტუალურ მანქანას" კი არ აქვს STOP.
ახალი სიმულაციური სამყაროს შიგნით შექმნილ სიმულაციურ სამყაროში თავის მხრივ კიდევ შეიძლება შეიქმნას სამყარო და ამ სამყაროთა არსებობის შესაძლებლობას არ აქვს პრაქტიკული საზღვარი. აქედან გამომდინარე, ბოსტრომის აზრით თუ მისი პირველი და მეორე პუნქტი არ განხორციელდა რაც ნიშნავს რომ თუ კაცობრიობა არ დაიღუპა ან თუ პოსტჰუმანურმა ცივილიზაციამ არ დაიკიდა სიმულაციის განხორციელების ვარიანტი, მაშინ ძალიან ძალიან დიდი შანსია რომ
სამყარო რომელშიც ვართ არის - ვირტუალური მანქანა.აქედან გამომდინარე სრული არანორმალური პათოსით შეიძლება ლაპარაკი ახალი სახის ეგზისტენციალიზმზე და დაბოლილზე შეიძლება ჩვენი პოსტჰუმანური ადმინების, user-ების და ზედამხედველების გაშარჟება რამდენადაც თუ ჩვენ სიმულაციურ პროგრამაში ვართ მაშინ უფრო დიდი შანსია რომ სხვა, ზე-სამყარო სადაც შეიქმნა ჩვენი სამყაროს პროგრამა - ასევე პროგრამაა. :))
სხვათაშორის "ძველი სამყაროს" ღმერთები და ნახევრადღმერთები თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდნენ
პოსტჰუმანური სამყაროს "პრადვინუტი" გეიმერი ბავშვები :)
სანამ იკამათებთ კარგი იქნება თუ გაეცნობით სიმულაციური არგუმენტის მთლიან ტექსტს, მაგალითად
აქ.
დევიდ პირსის აზრით სიმულაციური არგუმენტი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა გასული 2000 წლის განმავლობაში. :))
ამ შემთხვევაში ჩემთვის როგორც თიმ ლირის (დიდი დოზით New Age-ელი განგსტერის) "ფანატისთვის" ძალიან საინტერესოა როგორ იკვეთება ხოლმე თანამედროვე ექსპერიმენტალური ფილოსოფიის, ფიზიკის და ხელოვნების გზები მაგ. ბუდიზმის სამყაროსეულ ახსნასთან.
ამავე ჭრილში ჩემთვის ისევ და ისევ აქტუალურია გნოსტიციზმიც, რომლის "დამახინჯებულ" ფორმებზეც ვლაპარაკობდი "
რეალობის განადგურებაში".
ამ ჭრილში (და არა მარტო ამ ჭრილში) უსასრულოდ საინტერესოა ფილიპ დიკის Sci-Fi გნოსტიციზმიც. სამყარო რომელიც აქამდე არ არსებობდა და თანდათან გადადის არსებობაში. თავიდან უნდა გადავიკითხო "
VALIS".
თქვენ კი შეგიძლიათ მანამდე დატკბეთ მშვენიერი ამერიკანსკი ფილმით ზუსტად ამ თემატიკაზე:
the Thirteenth Floor--------------
P.S.
არვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი მართლა ვარსებობთ თუ გამოგონილები ვართ.
თუ სატელევიზიო რეკლამისთვის დათმობილ დროზე ცოტა უფრო მეტ დროს დაუთმობთ ამ თეორიას მან შეიძლება დაგატყვევოთ კიდეც. :)
რათქმაუნდა ალბათ ცოტას თუ უნდა ამ პლანეტაზე რომ ის აღმოჩნდეს არარეალური, მაგრამ რა შეიცვლება თუ ამ ინფორმაციას თუნდაც დიიიიდი დინამიკებით გვეტყვიან მთელს კაცობრიობას?
ყოველ შემთხვევაში თუ ეს სამყარო თამაშია,
ჩვენ აქ ვართ:
რადიკალური ბუდისტები PHD-ით კიბერნეტიკაში.
პოეტები რომლებიც ლექსებს წერენ პროგრამირების ენებზე.
ტროცკისტი კოსმონავტები ღია კოსმოსში, რომლებიც პერმანენტული რევოლუციის აღტაცებით იძირებიან სამყაროს საშოში.
უდიდესი კორპორაციები და რადიკალი ტერორისტები რომლებიც რეალობის ჰაკერები არიან.
ენტროპიული კომუნიკაციების სოციოლოგები და მესამე სამყაროს გაუნათლებელი ბავშვები მოხარშული კოვზებით ნაცრისფერ "ხრუშოვკებში" .
CHOOSE YOUR PLAYER. :)